რომან გოცირიძე - „ნაცმოძრაობის“ შექმნაში სააკაშვილთან ერთად ვმონაწილეობდი, პარტიაში იმისათვის არ დავბრუნებულვარ, რომ სადმე წავიდე

რომან გოცირიძე - „ნაცმოძრაობის“ შექმნაში სააკაშვილთან ერთად ვმონაწილეობდი, პარტიაში იმისათვის არ დავბრუნებულვარ, რომ სადმე წავიდე

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ პარტიაში ერთიანობის შენარჩუნების შანსი ნულის ტოლია. როგორც გოცირიძე ”ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, პარტიის შექმნაში მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილთან ერთად მიიღო და არსად წასვლას არ აპირებს. 

”ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არ გამიკეთებია არც ერთი განცხადება მანამ, სანამ არსებობდა ერთიანობის შენარჩუნების რაიმე შანსი. დღეს ეს შანსი ნულის ტოლია. 

„ნაციონალური მოძრაობის“ შექმნაში ვმონაწილეობდი მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი დაფუძნების იდეის გაჩენის პირველივე დღიდან.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ არ დავბრუნებულვარ იმისათვის, რომ სადმე წავიდე!

ვიშრომებთ და ვიბრძოლებთ ყველა ფორმით: პარლამენტში, ქუჩაში, მედიაში, საარჩევნო ყუთებთან, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს აღმშენებლობის გზას და გამოვიდეს იმ კრიზისიდან, რომელშიც იგი დღევანდელმა ხელისუფლებამ შეიყვანა. 

”აქა ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს”! - წერს გოცირიძე.