ბენიამინ ნეთანიაჰუ - ტერორისტი, რომელმაც იერუსალიმში ტერაქტი განახორციელა, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი იყო

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ტერორისტი, რომელმაც იერუსალიმში ტერაქტი განახორციელა, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი იყო

ტერორისტი, რომელმაც იერუსალიმში ტერორისტული აქტი განახორციელა, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი იყო, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

აღნიშნული კომენტარი ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტერორისტული აქტის ადგილზე გააკეთა, სადაც თავდაცვის მინისტრთან ავიგდორ ლიბერმანთან ერთად მივიდა. 

„ჩვენ ვიცით თავდამსხმელის ვინაობა და ყველა ნიშნების მიხედვით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერია“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, შეიძლება კავშირი არსებობდეს იერუსალიმში მომხდარ თავდასხმასა და საფრანგეთსა და ბერლინში მომხდარ მსგავს თავდასხმებს შორის.

„ჩვენ ვებრძვით ამ ჭირს და ჩვენ დავამარცხებთ მას“, - დასძინა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. 

გუშინ იერუსალიმში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 4 ჯარისკაცი გარდაიცვალა, 15-მდე ადამიანი კი დაშავდა. იერუსალიმში სატვირთო ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა.