არსებული ინფორმაციით, ფრაქცია

არსებული ინფორმაციით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე ოთარ კახიძისა და ირაკლი აბესაძის კანდიდატურები განიხილება

არაოფიციალური ინფორმაციით, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე ოთარ კახიძისა და ირაკლი აბესაძის კანდიდატურები განიხილება. ირაკლი აბესაძე აღნიშნული ფრაქციის წევრია, ოთარ კახიძე კი საპარლამენტო უმცირესობის ფარგლებში არსებული მეორე ფრაქციის - „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“. იმისთვის, რომ კახიძემ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს, ფრაქცია უნდა შეიცვალოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას დღეს, 10:00 საათზე, პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ნიკა მელიას გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელა, თუმცა როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, გიგი უგულავას თხოვნით, საკითხზე მსჯელობა რამდენიმე დღით გადაიდო.
“მე ვთხოვე ფრაქციის წევრებს კონსულტაციებისთვის სამი დღე და გადაწყვეტილებას ფრაქცია ამ ვადის ამოწურვის შემდეგ მიიღებს”, - განაცხადა გიგი უგულავამ.