ქრისტეშობის მეორე დღეს ეწოდება კრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ეს ღვთისმშობლის ნათესავების დღესასწაულია

ქრისტეშობის მეორე დღეს ეწოდება კრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ეს ღვთისმშობლის ნათესავების დღესასწაულია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა აღავლინა.

მისმა უწმინდესობამ მრევლს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა. ასევე აღნიშნა, რომ ქრისტეშობის მეორე დღეს ეწოდება კრება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ეს ღვთისმშობლის ნათესავების დღესასწაულია.

„ჩვენ შევთხოვთ მათ, რომ მათი ლოცვით, მათი ვედრებით და მეოხებით მშვიდობა მოგვცეს უფალმა თავისი დიდი წყალობით. დღეს განსაკუთრებით ვდღესასწაულობთ დავით მეფის დღესასწაულს, რომელმაც დაწერა უკვდავი ფსალმუნები. წმინდა დავითი რჩეულია ღვთისაგან მეფედ, იგი იყო ცხვართა მწყემსი და ღმერთმა დაადგინა მეფედ ისრაელისა, - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

საკვირაო წირვაში მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.