მედიაპლურალიზმი

მედიაპლურალიზმი "ქართული ოცნების"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა და ამ მიღწევას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით

ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მედიაპლურალიზმი და ეს არის ფუნდამენტური ცვლილება 2012 წლის შემდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში ვერ ჩაერევა სასამართლო გადაწყვეტილებაში, თუმცა, აღნიშნულ პროცესს თვალყურს ადევნებს, რათა მედიაპლურალიზმი დაცული იყოს.

"ჩვენ ვერ ჩავერევით სასამართლოს საქმიანობაში, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყველაფერს და ჩვენი ვადლებულებაა, ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს მედია პლურალიზმი. ამ კუთხით ფუნდამენტური ცვლილებაა 2012 წლის შემდეგ. მედიაპლურალიზმი არის სწორედ "ქართული ოცნების"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და ამ მიღწევას  განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე - მედიაპლურალიზმი არის "ქართული ოცნების"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და ამ მიღწევას  განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით