ადამიანთა უმრავლესობა იღებს სხავდასხვა ტიპის სესხებს რომელთა შედარება შესაძლებელია ვებგვერდზე www.broweuli.ge.

ადამიანთა უმრავლესობა იღებს სხავდასხვა ტიპის სესხებს რომელთა შედარება შესაძლებელია ვებგვერდზე www.broweuli.ge.

ჩვენს ყოველდღიურობაში უამრავი ახალი ნივთისა თუ მომსახურების შეძენის სურვილი ან სხვა საჭიროებები ჩნდება, მათი დაკმაყოფილება კი ხშირ შემთხვევაში ფინანსებთან არის დაკავშირებული. ასეთ სიტუაციებში ადამიანთა უმრავლესობა იღებს სხავდასხვა ტიპის სესხებს რომელთა შედარება შესაძლებელია ვებგვერდზე www.broweuli.ge.

საქართველოში ბოლო წლებში ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს ონლაინ სესხები. სწრაფი (ონლაინ) სესხი მოკლევადიანი სესხია და მაღალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა. ნებისმიერ დაინტერესებულ პიროვნებას შეუძლია მიიღოს ონლაინ სესხი, ინტერნეტის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად. კრედიტის თანხა 50 ლარიდან 2 000 ლარამდე მერყეობს და 30 დღეში უნდა დაბრუნდეს, შესაძლებელია გადავადებაც.

თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ სამოგზაუროდ წასვლა, ახალი ავეჯისა თუ ტექნიკის შეძენა, მცირე რემონტი,  სამომხარებლო სესხები ძალიან დაგეხმარებათ. ამ ტიპის სესხები დაბალი საპროცენტო განაკვეთით ხასიათდება. სასესხო თანხა 200 დან 50 000 მდეა და გაიცემა როგორც ლარში, ასევე დოლარსა და ევროში. სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 120 თვეა.

იპოთეკური სესხები თავისი არსით გრძელვადიანი სესხებია და გაიცემა მაქსიმუმ 15 წლიანი ვადით. თუ მსესხებელს გააჩნია უძრავი ქონება , კომერციული ან საოფისე ფართი მას შეუძლია ისარგებლოს ხსენებული სესხით.  განმცხადებელმა უნდა წარადგინოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელიც ადასტურებს  უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლებას. კრედიტი თანხა 2 000 ლარიდან იწყება და 500 000 ლარამდე  აღწევს.

თუ დაინტერესებული ხართ ახალი ან მეორადი ავტომობილის შეძენით ასეთ შემთხვევაშიც საფინანსო კომპანიები გვთავაზობენ სესხს, რომელსაც ავტო სესხი ეწოდება.  კრედიტის მისაღებად მომხმარებელს მოეთხოვება მინიმალური შემოსავალი 300 ლარიდან, ხოლო უზრუნველყოფის სახით მოიაზრება შესაძენი ავტომანქანა ან უძრავი ქონება. საპროცენტო განაკვეთი 10 % მდეა, ხოლო სესხის თანხა კი 100 000 დოლარის ექვივალენტი ლარებში.

 ყველა ზემოთჩამოთვლილი სესხების გარდა არსებობს საკრედიტო ბარათები, რომელიც ეფექტური და მოსახერხებელი პირობებით ხასიათდება. საკრედიტო ლიმიტი ინდივიდუალურად განისაზღვრება, ხოლო საშეღავათო პერიოდი 55 დღეა. მისი დამტკიცება კი მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის განმავლობაში ხდება. საკრედიტო ბარათზე არსებული თანხა მომხარებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთაც. ბარათის მისაღებად საჭიროა ხელფასი ან შემოსავალი იჯარიდან. ამ ტიპის კრედიტზე მსესხებელს უზრუნველყოფა არ მოეთხოვება.