სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, აზერბაიჯანის საზღვართან შეტაკებისას სამი ჯარისკაცი დაიღუპა

სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, აზერბაიჯანის საზღვართან შეტაკებისას სამი ჯარისკაცი დაიღუპა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელ სამხედროებთან შეტაკების დროს სამი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.

“29 დეკემბრის დილით აზერბაიჯანის ჯარებმა სომხეთის ტავუშის ოლქის სოფელ ჩინარის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის დივერსიული  გადაკვეთის მცდელობა განახორციელეს. სომხეთის ძალების სამხედრო მოსამსახურეები მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში ჩაერთვნენ”, - წერს “ფეისბუქში"  სომხეთის თავდაცვის უწყების პრესმდივანი არცრუნ ოვანისიანი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დაღუპულები და დაშავებულები არიან აზერბაიჯანული მხრიდანაც.

ერევნის ცნობით, საზღვარზე შეტაკბები გრძელდება.

ამასთან, როგორც სააგენტო  “იტარ ტასს” აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცნობეს, უწყება სომხეთთან საზღვარზე შეტაკებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები 2016 წლის აპრილში გამწვავდა. მაშინ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ათობით სამხედრო დაიღუპა.