”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის განმტკიცებას უზრუნველყოფს

”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის განმტკიცებას უზრუნველყოფს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის განმტკიცებას უზრუნველყოფს.

კობახიძემ კოლეგებს საკანონმდებლო პაკეტის მიღება მიულოცა.

“ჩვენ მესამე მოსმენით მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის პაკეტი მივიღეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც უდაოდ უზრუნველყოფს საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას. გილოცავთ, ამ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას”, - განაცხადა კობახიძემ კენჭიყრის დასრულებისას.

პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმირების ”მესამე ტალღის” სახელით ცნობილი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა.

”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც მთავრობამ ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტს 2015 წლის ივლისში წარუდგინა, მესამე მოსმენით - 87 ხმით, ერთხმად მიიღეს. საკანონმდებლო ცვლილება სულ რვა კანონში განხორციელდა.