ზაქარია ქუცნაშვილისთვის სასამართლოში საქმეების ელექტრონული განაწილების სისტემის 2018 წლიდან ამოქმედების გადაწყვეტილება გაუგებარია

ზაქარია ქუცნაშვილისთვის სასამართლოში საქმეების ელექტრონული განაწილების სისტემის 2018 წლიდან ამოქმედების გადაწყვეტილება გაუგებარია

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისთვის გაუგებარია, სასამართლოებში საქმეების ელექტრონული განაწილების სისტემა რატომ უნდა ამოქმედდეს 2018 წლიდან, როცა იუსტიციის სამინისტრო მზად იყო, სისტემის ორ-სამ თვეში ასამოქმედებლად.

შესაბამისი კითხვით ქუცნაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მიხეილ სარჯველაძეს მიმართა, რომელმაც დეპუტატებს სასამართლო სისტემის რეფორმირების ”მესამე ტალღად” ცნობილი საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით წარუდგინა.

”თქვენი სამინისტრო 2016 წლის გაზაფხულზე გვარწმუნდებდა, რომ სულ ორი-სამი თვე დასჭირდებოდა საქმეების ელექტრონული განაწილების სისტემის დანერგვას. ახლა გვთავაზობთ, რომ სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდდეს, იქნებ აგვიხსნათ, რა ტექნიკურ ხერვეზები და პრობლემები წარმოიშვა, რის გამოც თქვენი თავდაპირველი პოზიცია შეიცვალა”, - მიმართა ქუცნაშვილმა მიხეილ სარჯველაძეს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქმეების ელექტრონული განაწილების სისტემა პილოტირების რეჟიმში, 2017 წლის 1-ელი ივლისიდან რუსთავის სასამართლოში ამოქმედდება. რაც შეეხება ყველა სასამართლო ინსტანციაში მის ამოქმედების საკითხს, სარჯველაძის თქმით, ეს ეტაპობრივად მოხდება და პროგრამა სრულად 2017 წლის ბოლომდე დაინერგება.