გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ახალი წელი მიულოცა და მათთან სელფი გადაიღო

გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ახალი წელი მიულოცა და მათთან სელფი გადაიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ახალი წელი მიულოცა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი მედიაცენტრში ჩავიდა და ჟურნალისტებთან ერთად სელფი გადაიღო.

გიორგი კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს 2016 წლის მთავრობის ბოლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის შედეგები შეაჯამა.