პატრიარქის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, საბედნიეროდ, უმჯობესდება, თუმცა ყველა რისკი მოხსნილი არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
"არ მაქვს უფლებამოსილება, რომ კონკრეტულ კლინიკურ დეტალებზე გესაუბროთ, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ ზოგადი მდგომარეობა უმჯობესდება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
დავით სერგეენკოს თქმით, ასაკიდან და თანმდევი დაავადებებიდან გამომდინარე უკიდურესად საყურადღებოა და პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.