დონალდ ტრამპი - გინახავთ, რომ გაერო პრობლემებს წყვეტდეს? არა

დონალდ ტრამპი - გინახავთ, რომ გაერო პრობლემებს წყვეტდეს? არა

აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გაერო არ ახდენს თავისი პოტენციალის რეალიზებას, არ ჭრის მსოფლიოში პრობლემებს და პირიქით, ამ პრობლემებს ქმნის. 

„გაერო-ს გრანდიოზული პოტენციალი აქვს, მაგრამ ამ პოტენციალს არ ამართლებს. გინახავთ, რომ გაერო პრობლემებს წყვეტდეს? არა. პირიქით, ისინი პრობლემებს ქმნიან“, - განუცხადა ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა. 

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა დატოვოს თუ არა აშშ-მა გაერო, ტრამპმა უპასუხა:
„თუ გაერო თავის პოტენციალს გაამართლებს, კარგია, მაგრამ თუ ვერ გაამართლებს, გაერო-ში ყოფნა დროისა და ფულის ფლანგვა იქნება“.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპი მკაცრად აკრიტიკებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. 

27 დეკემბერს აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გაერო არ იყენებს იმ პოტენციალს, რომელიც გააჩნია. 
„გაერო-ს იმხელა პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ახლა ის წარმოადგენს კლუბს, სადაც ხალხი ერთმანეთს ხვდება, საუბრობენ და სასიამოვნოდ ატარებენ დროს. რა სამწუხაროა“, - დაწერა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ პირად გვერდზე.