ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელს არ სჭირდება ჭკუის სწავლება უცხოელი ლიდერებისგან მშვიდობის მნიშვნელობაზე

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელს არ სჭირდება ჭკუის სწავლება უცხოელი ლიდერებისგან მშვიდობის მნიშვნელობაზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის სიტყვით გამოსვლა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის საკითხზე. 

ნეთანიაჰუს თქმით, ეს გამოსვლა „დიდი იმედგაცრუებაა“, რომელიც ძირს უთხრის ებრაულ სახელმწიფოს. 

ნეთანიაჰუმ კერი გაკიცხა იმის გამო, რომ ის უფრო მეტ დროს უთმობს ისრაელის მიერ დასახლებების მშენებლობის კრიტიკას, ვიდრე პალესტინელების ტერორისტული აქტების დაგმობას. 

მისი თქმით, კერის გამოსვლის მესიჯი „თითქმის ისეთივე დაუბალანსებელი“ იყო, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია. 

„ისრაელს არ სჭირდება ჭკუის სწავლება უცხოელი ლიდერებისგან მშვიდობის მნიშვნელობაზე. ისრაელის ხალხზე უფრო არავის სურს მშვიდობა. პირველივე დღიდან ისრაელი მშვიდობის ხელს უწვდიდა ყველა მეზობელს. მხოლოდ მწუხარება შემიძლია გამოვთქვა და განვაცხადო - სირცხვილია, რომ სახელმწიფო მდივანი კერი არ ხედავს ამ ჭეშმარიტებას“, - ხაზგასმით აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.