ბერლინის პოლიციამ 19 დეკემბრის ტერაქტში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა

ბერლინის პოლიციამ 19 დეკემბრის ტერაქტში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა

ბერლინში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 40 წლის ეროვნებით ტუნისელი მამაკაცი დააკავეს. 
გამოცემა „შპიგელ ონლაინის“ ინფორმაციით, დაკავებულს 24 წლის ანის ამრისთან ჰქონდა კავშირი, რომელიც ბერლინის სისხლიანი თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნევა.
ამრის ლიკვიდაცია 23 დეკემბერს მილანში მოხდა.
19 დეკემბერს სატვირთო მანქანა ბერლინის საშობაო ბაზრობაზე შევარდა, რასაც 19 ადამიანი ემსხვერპლა, 49 მოქალაქე კი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.