აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორი საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორი საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ნაბაკევისა და ოტობაიას ე.წ. საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ „კავკაზსკი უზელი“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, ჯერ კიდევ 2014 წელს დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრზე მხოლოდ ერთი-საკონტროლო გამშვები პუნქტის დატოვების შესახებ განაცხადა. მიმდინარე წლის 15 აპრილს აფხაზურმა მხარემ ერთ-ერთი ასეთი პუნქტი უკვე დაკეტა, რის გამოც ადგილობრივებს უხერხულობა შეექმნათ.

გამოცემის ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საზღვარზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვის შემდეგ, ღია რჩება მხოლოდ ერთი - ენგურის ხიდზე არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტი და კიდევ ერთი - ტექნიკური საკონტროლო გამშვები პუნქტი, რომელიც “ენგურჰესის” მომსახურებისთვის არის გათვალისწინებული - აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის სამართლებრივი განყოფილების ხელმღვანელი ლაშა ცაავა.

ნაბაკევისა და ოტობაიას საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ დადგენილება ძალაში 30 დღის განმავლობაში შევა.