ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები პარლამენტში მისასვლელად მზადყოფნას გამოთქვამენ

ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები პარლამენტში მისასვლელად მზადყოფნას გამოთქვამენ

პარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ, როდის მივალთ პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა და ფინანსთამინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გამომდინარე ძალიან დაძაბული დღის წესრიგიდან, რომელიც პირადად მე და ეკონომიკის მინისტრს გვაქვს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამომავლოდ გადაგვედო პარლამენტში მისვლა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარლამენტთან. დღესაც ჩემი მოადგილე იმყოფება პარლამენტში, აქვს კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები. პარლამენტთან კონსულტაციებით აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როდის იქნება ყველაზე დროული იქ მისვლა“, -აღნიშნა ქუმსიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მისიტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ის აუცილებლად მივა პარლამენტში და არსებულ კითხვებს უპასუხებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მისვლას პარლამენტში, რათა ემსჯელათ მიმდინარე ეკონომიკურ საკითხებზე.