პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, არ გაიმეორეს არასწორი პრაქტიკა კანონპროექტის გადავადებასთან დაკავშირებით

პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, არ გაიმეორეს არასწორი პრაქტიკა კანონპროექტის გადავადებასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტმა ხელი მოწერა რამდენიმე კანონპროექტს, მათ შორის საჯარო სამსახურის კანონში ცვლილებების შესახებ, თუმცა პრეზიდენი მოუწოდებს  პარლამენტს, არ გაიმეოროს ისარასწორი პრაქტიკა, რომელიც ჰქონდა წინა პარლამენტს კანონპროექტების გადავადებასთან დაკავშირებით.

"საქართველოს პარლამენტმა გადაავადა რამდენიმე მნიშნვნელოვანი სახელმწიფო დონის რეფორმა, მათ შორის საჯარო სამსახურის რეფორმა და გადაწია ამ რეფორმების შესრულების ვადები. საქართველოს პრეზიდენტი აწერს ხელს ამ კანონპროექტებს, თუმცა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ გაიმეოროს ის არასწორი პრაქტიკა, რომელიც ჰქონდა წინა პარლამენტს, გადავადებებთან დაკავშირებით. ყველა რეფორმას ფასი აქვს მაშინ, როდესაც არის დროული და სახელმწიფოს ამოცანად დასახული არის სწრაფი განვითარება",- განაცხადა ანა დოლიძემ.