ვაპირებთ ახალი არხების გაკეთებასაც - ზოგის ნულიდან, ზოგის კი, თუ საინტერესო შემოთავაზებები იქნება, შეძენას

ვაპირებთ ახალი არხების გაკეთებასაც - ზოგის ნულიდან, ზოგის კი, თუ საინტერესო შემოთავაზებები იქნება, შეძენას

ვაპირებთ ახალი არხების გაკეთებასაც - ზოგის ნულიდან, ზოგის კი, თუ საინტერესო შემოთავაზებები იქნება, შეძენას. ჩვენ კიდევ გავმსხვილდებით”, - ამის შესახებ ტელეკომპანია ”იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება უშუალოდ „მაესტროს“, მისი მტკიცებით, „მაესტრო“ წამგებიანი ტელევიზიაა.

”მაესტრო“ არის უაღრესად წამგებიანი კომპანია, როგორც უამრავი ტელეკომპანია საქართველოში, როგორც უამრავის პატარ-პატარა ტელევიზია. როდესაც არხი არის წამგებიანი, ჩნდება კითხვა, თუ რატომ ინახავს მას მფლობელი და ზუსტად ამიტომ ხდება ტელეარხების პოლიტიზირება, რომ მფლობელი არხს ინახავს არა იმიტომ, რომ ბიზნესი ჰქონდეს, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური გავლენა მოიპოვოს. ამისგან გამოსავლის პირველი ნაბიჯი უნდ იყოს ის, რომ ტელევიზია იყოს მომგებიანი. ”მაესტროს” შანსი არ აქვს, რომ მომგებიანი ყოფილიყო თავისით, მაგრამ ”იმედთან” “GDS”- სთან და კიდევ სხვა არხებთან ერთად, მას ეს შესაძლებლობა უჩნდება“, - განაცხადა რუხაძემ.

მისივე თქმით, არხების გაერთიანება ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა, რასაც პოლიტიკური სარჩული არ უდევს საფუძვლად.

„ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე არ ვარ პოლიტიკოსი. ამ არხის მფლობელი საქართველოშიც კი არ ცხოვრობს. ეს არის აბსოლუტურად ბიზნეს გადაწყვეტილება,” - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.

მედიაჰოლდინგმა „იმედი” ტელეკომპანიების - „მაესტროსა“ და GDS-ის შეძენასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა.

„იმედის“ინფორმაციით, „მაესტროსთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია "მაესტრო" გახდება ჰოლდინგ “იმედის“ შემადგენელი ნაწილი, GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კი დასასრულს უახლოვდება.