თამარ ჟვანიამ ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

თამარ ჟვანიამ ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. თამარ ჟვანია პანსიონატში ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად მივიდა და საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ხანდაზმულებს საჩუქრად საახალწლო ტკბილეული და ცესკოს ბრენდირებული პროდუქცია გადასცა.

„მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი. თქვენ ძალიან დიდი სითბოსა და სიყვარულის მატარებლები ხართ. მოხარული ვარ, რომ ახლა თქვენთან ვიმყოფები. როდესაც აქ მოვდივარ, ყოველთვის მაქვს შეგრძნება, რომ მოვდივარ ჩემს მშობლებთან. ვფიქრობ, მთავარია ჩვენი ურთიერთობა და ის, რომ ერთმანეთზე ვფიქრობთ“, -აღნიშნა პანსიონატის ბენეფიციარებთან საუბრისას თამარ ჟვანიამ.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ამჟამად 62 ბენეფიციარი ცხოვრობს. როგორც პანსიონატის ხელმძღვანელმა დარეჯან თომაძემ აღნიშნა, 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პანსიონატის შენობაში გახსნილი იყო საარჩევნო უბანი, სადაც საკუთარი არჩევანი ყველა ბენეფიციარმა დააფიქსირა.

 ცენტრალური საარჩევნო კომისია სოციალურ აქციებში მუდმივად არის ჩართული. ხანდაზმულთაპანსიონატში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები უკვე მესამედ იმყოფებოდნენ. მსგავსი ტიპისაქციის განხორციელებას ცესკო მომავალშიც გეგმავს.