აკაკი ზოიძე:  წელს ჩვეულებრივი, სეზონური სიტუაციაა გრიპთან დაკავშირებით

აკაკი ზოიძე: წელს ჩვეულებრივი, სეზონური სიტუაციაა გრიპთან დაკავშირებით

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოში გრიპის მძიმე ეპიდემიაა. ამის შესახებ ზოიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ისაუბრა.

”გუშინ გავრცელდა მასმედიით ინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის გრიპის მძიმე ეპიდემია, გართულების შედეგად არის გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა. ასეთი ინფორმაციის გავრცელება მასმედიის საშუალებით ჩვენი მოქალაქეების შეშფოთებას გამოიწვევს. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ მსგავსი არაფერი არ არის. წელს ჩვეულებრივი, სეზონური სიტუაციაა გრიპთან დაკავშირებით. მომატებულია გრიპის შემთხვევები, თუმცა უმნიშვნელოდ და ახლა უკვე მცირდება. გრიპის შედეგად გართულების შედეგად არც ერთი მოქალაქე არ არის გარდაცვლილი”, - განაცხადა ზოიძემ.