მარნეულში ცოლმა ქმარი მოკლა

მარნეულში ცოლმა ქმარი მოკლა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცოლმა ოჯახური კონფლიქტის დროს 28 წლამდე მეუღლე ნაჯახით მოკლა. 

როგორც შსს-ს პრესსამსახურში ,,ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 11-108 მუხლითაა აღძრული, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.