შავ ზღვაში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, ჩამოვარდნილი Ту-154-ის შავი ყუთი და კიდევ სამი ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავ ყუთს ექპერტები გამოიკვლევენ, ხოლო ცხედრებს მოსკოვში გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ლაინერი, რომლის ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა, სანაპიროდან 6 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა. დაღუპულებს შორის არიან რუსეთის პირველი არხის, НТВ-სა და „ზვეზდას“ ჟურნალისტები, მედიკოსები, ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის 68 წევრი. ვლადიმერ პუტინმა 26 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
თვითმფრინავის მგზავრებს, კონცერტი სირიაში, რუსულ ბაზაზე უნდა ჩაეტარებინათ. საჰაერო ტრანსპორტმა კატასტროფა სოჭის აეროპორტიდან აფრენიდან 20 წუთში განიცადა.
ავიაკატასტროფის გამომწვევ ვერსიებად ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.