პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მზაობას გამოთქვამს, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონში ცვლილებები არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით განხორციელდეს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მოდელებზე მსჯელობა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილოებით უნდა წარიმართოს.
”აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება. ჩვენი ვალდებულებაა, მომდევნო სესიაზე მივიღოთ კანონპროექტი ე.წ. მოსმენების შესახებ. მთავარია, ამ პროცესში ჩავრთოთ ყველა დაინტერესებული მხარე. ჩვენ მზად ვართ, თანამშრომლობისათვის არასამთავრობო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საკითხზე შევჯერდებით”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.