ირაკლი კობახიძე:   ამ ეტაპზე საქართველო ორპალატიანი საპარლამენტო სისტემისთვის მზად არ არის

ირაკლი კობახიძე: ამ ეტაპზე საქართველო ორპალატიანი საპარლამენტო სისტემისთვის მზად არ არის

ამ ეტაპზე საქართველო არ არის მზად იმისთვის, რომ ორპალატიანი საპარლამენტო სისტემა ჩამოყალიბდეს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძე ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ორპალატიანი პარლამენტის ფორმირება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან არის დაკავშირებული.

“საქართველოში ორპალატიანი პარლამენტის შემოღება პირდაპირ არის დაკავშირებული იურისდიქციის აღდგენის საკითხთან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მსჯელობა უნდა შედგეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო არ არის მზად იმისთვის, რომ ორპალატიანი საპარლამენტო სისტემა ჩამოყალიბდეს. თუმცა ვნახოთ, ამაზე საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში ვიმსჯელებთ და საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება იქ მიიღება”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ირაკლი კობახიძემ.