საბურთალოს რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს პროგრამებით 375 პროექტი დააფინანსა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს პროგრამებით 375 პროექტი დააფინანსა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ 2016 წელს თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების პროგრამებში 3 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. მიმდინარე წელს გამგეობის პროგრამებიდან სულ 375 პროექტი დაფინანსდა. ერთ-ერთი ობიექტი საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილემ გაიოზ ვასაძემ შესაბამისი განყოფილების უფროსთან, ვლადიმერ კაპანაძესთან ერთად დაათვალიერა. სოფელ დიღომში, აღმაშენებლის N60-ში გამგეობის დაფინანსებით, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია დასრულდა.

2016 წელს საბურთალოს რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების დაფინანსებით, განხორციელდა შემდეგი პროექტები: 66 სახურავისა და 81 ლიფტის რეაბილიტაცია, წყალკანალიზაციის სისტემა შეიცვალა 67 მისამართზე, 20 მისამართზე დამონტაჟდა სადარბაზოს კარები, 11 ობიექტზე შეკეთდა წყალსაწრეტი სისტემა, გარემონტდა 68 სადარბაზო, 29 ობიექტზე განხორციელდა სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია, სენსორული სანათები დამონტაჟდა 6 ობიექტზე, შეკეთდა 18 კიბე, დაფინანსდა 4 პროექტის მომზადება და 5 დომოფონის სისტემის მონტაჟი. აღნიშნულ სამუშაობზე გამგეობის ბიუჯეტიდან სულ 3 603 010 ლარია დახარჯული.