თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი აბესაძე აირჩიეს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი აბესაძე აირჩიეს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირაკლი აბესაძე აირჩიეს. ირაკლი აბესაძის კანდიდატურას მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა კენჭისყრამდე განაცხადა, ”ქართული ოცნება” მხარს უჭერს დემოკრატიულ პრინციპს.

მისივე განმარტებით, რეგლამენტის მიხედვით, კენჭისყრაზე დააყენა წინა კენჭისყრის შედეგად მეტი ხმის მიმღები ირაკლი აბესაძის კანდიდატურა.