თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გასულ კვირას თურქეთის ხელისუფლებამ 1 682 ადამიანი დაკითხვის მიზნით დააკავა, ხოლო 516 ადამიანი დააპატიმრა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.
ფეთჰულა გიულენთან სავარაუდო კავშირის გამო სულ დაკავებულია 1096 ადამიანი, ხოლო 426 დაპატიმრებულია.
ქურთების საბრძოლო ორგანიზაციებთან კავშირების გამო 508 ადამიანი დააკავეს, 78 დააპატიმრეს. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო დააკავეს 78 ადამიანი, ხოლო 12 დააპატიმრეს.