საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნება, რომელსაც კახა ოქრიაშვილი უხელმძღვანელებს

საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნება, რომელსაც კახა ოქრიაშვილი უხელმძღვანელებს

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში რეგისტრაციას კიდევ ერთი ფრაქცია გაივლის, რომელიც კახა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით იქმნება. 
აღნიშნული ფრაქციის სახელწოდებაა „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისათვის“, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ მაჟორიტარი დეპუტატები: კახა ოქრიაშვილი, გოგი მეშველიანი, გოდერძი ჩანქსელიანი, გურამ მაჭარაშვილი, ემზელ მკოიანი და პაატა მხეიძე.
კახა ოქრიაშვილი გუშინ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობდა, რომ მისი ხელმძღვანელობით ფრაქციის შექმნაზე, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ იყო და მზად არ ჰქონდა ფრაქციის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია.
„ველოდები გარკვეული ტქექნიკური საკითხების დაზუსტებას, რის შემდეგაც გახდება ცნობილი ფრაქციის შექმნის თაობაზე“, - განუცხადა გუშინ „ინტერპრესნიუსს“ კახა ოქრიაშვილმა.