პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ხვალ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ხვალ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები ხვალ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავენ.

კომიტეტის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობა, კომიტეტის წევრებთან მოსაზრებების გაცვლა, სამომავლო გეგმების დასახვა, რომელიც ხელს შეუწყობს კომიტეტის შემდგომი საქმიანობის პროცესში მათთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას.

შეხვედრა 11:00 საათზე, პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში (თბილისი) გაიმართება.