,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე თანაგუნდელებს 20 იანვარს დანიშნული ყრილობის გადადებას სთავაზობს, - ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ,,რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხს ის პოლიტსაბჭოს სხდომაზე დააყენებს.
,,ამ საკითხს პოლიტსაბჭოზე დავაყენებ ამ საკითხს,რომ გადავდოთ ეს ყრილობა, რომელიც ასეთ წინააღმდეგობრივ ფონზე ტარდება, ამხელა ემოციებს იწვევს. გადავდოთ, დავსხდეთ, დავწყნარდეთ, დავილაპარაკოთ და ვეცადოთ, რომ მომავალი და ერთიანობა შევინარჩუნოთ”, - განაცხადა ბაქრაძემ.