ხვალ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 39-ე წელი აღინიშნება

ხვალ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 39-ე წელი აღინიშნება

25 დეკემბერი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ამასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლოცვა დღეს, 18:00 საათზე დაიწყო, ხოლო სადღესასწაულო საღმთო ლიტურგია წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში - 25 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

უწმინდესის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს უკრაინის ეკლესიის მეთაური მისი უნეტარესობა ონოფრე, დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია.

25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაციის 39-ე წელი სრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. მას სახელად ილია მეორე ეწოდა.

პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია და დაახლოებით 30-ზე მეტი მოქმედი ტაძარი იყო. დღეისთვის სულ 47 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი, 48 მღვდელმთავარია, მათგან 3 ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.