საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ცილისწამების კრიმინალიზაცია უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა გახდეს თუ არა ცილისწამება სისხლის სამართლის წესით დასჯადი.
მდინარაძე მიიჩნევს, რომ ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.
”მე როგორც იურისტი, მივიჩნევ და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, გუნდის პოზიციაც ეს იქნება, რომ ცილისწამების კრიმინალიზაცია ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ მსგავს ინიციატივებს,”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.