საქართველო გაერო-სთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყვეტს, რა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეუძლია სირიაში

საქართველო გაერო-სთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყვეტს, რა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეუძლია სირიაში

საქართველო გაერო-სთან კომუნიკაციის შედეგად გადაწყვეტს, რა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეუძლია სირიაში.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი და ჩვენც ამ პროცესში ვუერთდებით გაერო-ს და სხვა ორგანიზაციებს. ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით კომუნიკაციის პროცესში გაერო-სთან, გვექნება შეხვედრები და ბუნებრივია, ის დაიგეგმება იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც საქართველოს აქვს, თუ როგორ მოხდეს ამ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.