ბიზნეს სახლის პროექტს მთავრობის სერვისების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობა აქვს

ბიზნეს სახლის პროექტს მთავრობის სერვისების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობა აქვს

პარლამენტის უმრავლესობის წევრთა შეკითხვაზე, რა სახის პროექტების განხორციელებას გეგმავს მთავრობა ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ბიზნეს-სახლის პროექტი.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბიზნეს-სახლის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია და ითვალისწინებს ერთიანი ბიზნეს-მომსახურების სივრცის ჩამოყალიბებას. „ბიზნეს სახლი" სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას წარმოადგენს, რაც ფიზიკური და ელექტრონული სივრცის განთავსებას გულისხმობს, ხოლო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში, ელექტრონულ პორტალზე, ერთი ფანჯრის პრინციპით 600- ზე მეტი სერვისი მიიღონ.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ბიზნესის სახლის პროექტს მთავრობის სერვისების ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობა აქვს.