დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში გრიპის ერთი სახეობა, A/H3-ია გავრცელებული

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში გრიპის ერთი სახეობა, A/H3-ია გავრცელებული

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გრიპის სეზონური გავრცელების მატების პერიოდია, თუმცა მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

როგორც 2030-ს  დაავადებათა კონტროლის ცენტრში განუცხადეს, ამ დროისთვის ქვეყანაში გრიპის ერთი სახეობა, A/H3-ია გავრცელებული, რომელიც ჩვეულებრივ სეზონურ გრიპს იწვევს. გრიპის სეზონად ოქტომბრის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე პერიოდი ითვლება. 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ყოველ 100 000 მოსახლეზე გრიპისმაგვარი დაავადებების (ILI) 295 შემთხვევა გამოვლინდა. გასულ წელს კი ეს რიცხვი 196,2 იყო.

"ახლა სეზონია და გრიპის ვირუსიც გავრცელებულია, ზირითადად ფიგურირებს A/H3 გრიპის ვირუსი თუმცა თანაცირკულაცია გამოვლინდა B ტიპის ვისურის, რაც ნიშნავს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობა ჰოსპირაციული სისტემის ვირუსული ინფექციის სახით გამოწვეულია გრიპის ვირუსით. ავადობა ცოტა უფრო მაღალია, ვიდრე იყო შარშანდელ სეზონზე ამავე პერიოდში, თუმცა უფრო დაბალია ვიდრე იყო შარშანწინდელ სეზონზე. ეს ყველაფერი ჯერ ნორმის ფარგლებშია. გასულ კვირაში ამბოლატორული მიმართვიანობა ცოტა უფრო დაბალი იყო. მიმდინარე კვირაში და მომავალი ორი კვირის განმავლობაში ველოდებით, რომ კიდევ იქნება გრიპის შემთხვევები, როგორც ამბულატორული მიმართვიანობის სახით, ისე მიმართვებით, რომლებიც საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. გრიპის ვირუსული შემთხვევების მატება დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო“,-აღნიშნა დაავადებათა ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა,  ხათუნა ზახაშვილმა.