საკონტიტუციო ცვლილებების შესახებ შექმნილ კომისიას ხელმძღვანელობდა ბატონი დავით უსუფაშვილი და არავინ - სხვა. მას ახლა უხელმძღვანელებს მისი შემცვლელი ირაკლი კობახიძე და ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მიესალმება იმ ფაქტს, რომ კომისიას უხელმძღვანელებს კობახიძე, რადგან იგი საკონსტიტუციო სამართლის პროფესიონალია.
„ბატონი ირაკლი კობახიძე არის დიდი პროფესიონალი სწორედ საკონსტიტუციო სამართლის. იმედი მაქვს, რომ ეს საკონსტიტუციო კომისია მიგვიყვანს კონკრეტულ შედეგებამდე, რაც ვერ მოხერხდა წინა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დროს, წინა მოწვევის პარლამენტის ფარგლებში“,-აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრი ყოველთვის იყო ნებისმიერ ასეთი კომისიის წევრი, მონაწილე. „იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება“,-აღნიშნა თეა წუკულიანმა