ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო მწუხარებს გამოთქვამს.

ირაკლი კობახიძემ სოფო ბობოხიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

“მინდა, გამოვთქვა მწუხარება იმის გამო, რომ გარდაიცვალა ჟურნალისტი, რომელიც აქტიურად მუშაობდა საქართველოს პარლამენტთან, პირველი არხის ჟურნალისტი ოპერატორი, ახალგაზრდა გოგო სოფო ბობოხიძე. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს და ახლობლებს, ძალიან სამწუხარო ფაქტია", - განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ირაკლი კობახიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სოფო ბობოხიძე გუშინ, ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.