კონსტიტუციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა შედგება

კონსტიტუციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა შედგება

პარლამენტში კომიტეტის თავმჯომარეები და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადგილობრივ და საერთშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. პარლამენტის წევრებმა მოისმინეს მათი რეკომენდაციები კონრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,  საუბარი საკონსტიტუციო კომისიასაც შეეხო. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველა საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციასთან, შედგება მჭიდრო თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან იყო კონკრეტული ინიციატივები და ჩვენ შევჯერდით შემდგომი თანამშრომლობის ფორმატზე. თანამშრომლობა გაგრძელდება ისეთ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებასთან, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. ბევრი კონკრეტული საკითხი განვიხილეთ. საკონსტიტუციო კომისიაზეც იყო საუბარი. ჩვენ მოკლედ მიმოვიხილეთ ფორმატი, რომელიც დაფუძნდება საქართველოს პარლამენტის მიერ, ვისაუბრეთ თანამშრომლობის ზოგად ჩარჩოებზე და ასევე საკითხებზე, რაზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება კომისიამ, მათ შორის საარჩევნო საკითხები, რომელიც ხასიათდება განსაკუთრებული მგრძნობიარობით, ყველა საკითხზე რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციასთან, შედგება მჭიდრო თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.