ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წამოვიდა

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წამოვიდა

კანონპროექტის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკის  ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტი ვეღარ დანიშნავს, თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წამოვიდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ განმარტა, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები უკვე მომზადებულია.

"ეს კანონპროექტი მომზადებულია. ინიციატივა  წამოვიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის შესაბამისი უფლებამოსილება არ მოდიოდა შესაბამისობაში კონსტიტუციასთა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩვენ გვთხოვა ამ ხარვეზის გასწორება, აქედან გამომდინარე შემუშავდა ეს კანონპროექტი",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.