პარლამენტის დადგენილება საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ითვალისწინებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მუშაობას საკონსტიტუციო კომისიაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ დაველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის წარდგინებას, რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიის ე.წ. ლეგიტიმაციას, ეს სიტყვა საერთოდ რა კავშირშია საკონსტიტუციო კომისიასთან, არ მესმის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შექმნისას ვიწრო პოლიტიკური ხედვით იხელმძღვანელა, კობახიძე აცხადებს, რომ ეს იყო არა მარტო არასწორი, არამედ არაკორექტული შეფასება.
“პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა უნდა იცოდნენ, რისი თქმის უფლება აქვთ მათ”, - განაცხადა კობახიძემ.