საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვლმა დღეს კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით.
გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თანაგრძნობა გამოუცხადა.
დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საქართველო თურქეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის ელჩი მარნეულში, ქცესადგურმ "მარნეული 200"-ის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.