როგორც ვიცი, საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება

როგორც ვიცი, საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება

როგორც ვიცი, საკონსტიტუციო კომისიაში იქნება პრეზიდენტის წარმომადგენელი, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კალაძის ინფორმაციით, კომისია ძალიან მასშტაბური იქნება.

"როგორც ვიცი და მაქვს ინფორმაცია, კომისიაში გაწევრიანებული იქნებიან, როგორც დეპუტატები, საპარლამენტო, არასაპარლამენტო ოპოზიციის,  არასმთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ანუ ეს იქნება ძალიან მასშტაბური კომისია",- აღნიშნა კახი კალაძემ.