ირაკლი ნადირაძე:   დავით ნარმანია საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან

ირაკლი ნადირაძე: დავით ნარმანია საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან

დავით ნარმანია დაგვცინის და მილიონი ხის შემდგომ, მომავალ წელს მილიონი ყვავილის დარგვას აპირებს, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც თბილისის 2017 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა.

”დავით ნარმანია დაგვცინის და მილიონი ხის შემდგომ მილიონი ყვავილის დარგას აპირებს მომავალ წელს. ეს ადამიანი საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან. აბსოლუტურად არაადეკვატურია იმის მაგივრად, რომ კონკრეტულად თბილისელების პრობლემებზე იყოს ორიენტირებული, აპირებს ამომრჩევლები მოისყიდოს და მათ ნოუთბუქები დაურიგოს, ასევე ფურშეტები გამართოს”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მისივე თქმით, 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია მხოლოდ ”ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების კეთილდღეობაზე.

”დავით ნარმანიამ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტზე განაცხადა სიამაყით, რომ თითქოს ეს არის პროგრესული ბიუჯეტი. არანაირი საერთო არც პროგრესთან და არც წინსვლასთან ამ ბიუჯეტს არ აქვს, არც თბილისელების პრობლემების მოგვარებასთან. ბიუჯეტი ორიენტირებულია მხოლოდ ”ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების კეთილდღეობაზე და იმაზე, თუ როგორ მოისყიდონ ამომრჩევლები, როგორ შეინარჩუნონ თანამდებობები”, - განაცხადა ნადირაძემ.