ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დედოლარიზაციის პროცესის მოწინააღმდეგეებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევით პასუხობს.
კობა გვენეტაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კვლევის თანახმად, რაც უფრო მოქნილია გაცვლითი კურსი ქვეყანაში - მით უფრო სწრაფია დედოლარიზაციის პროცესი.
„გაცვლითი კურსის მოქნილობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სესხების სწრაფი დედოლარიზაციისთვის - ასკვნის კვლევა, რომლის ფარგლებში შესწავლილ იქნა 1997-2015 წლებში 33 განვითარებადი ქვეყნის გამოცდილება. მეტიც, კვლევის თანახმად, რაც უფრო მოქნილია გაცვლითი კურსი ქვეყანაში - მით უფრო სწრაფია დედოლარიზაციის პროცესი. ავტორებს მაგალითად მოჰყავთ პერუ, რომელშიც დედოლარიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა 2014 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში გაიზარდა გაცვლითი კურსის მოქნილობა და შემოღებულ იქნა ადეკვატური მაკროპრუდენციული ზომები. დღეისათვის დოლარიზაცია პერუში მხოლოდ 29%-ია“, - წერს კობე გვენეტაძე და იქვე აქვეყნებს კვლევის შესაბამის ბმულს - https://blog-imfdirect.imf.org/2016/09/21/enhancing-monetary-policy-flexibility-through-de-dollarization/