„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას ითხოვს

„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას ითხოვს

„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა.

ნაკაიძე მიიჩნევს, რომ რელიგიის სააგენტო პრაქტიკულად რელიგიური უმცირესობებისთვის და ქვეყნისთვის ერთ-ერთი სერიოზული დამაბრკოლებელია განვითარების თვალსაზრისით.

„მუსლიმ თემში განწყობა არის ძალიან დამამცირებელი. არსებობს შეგრძნება იმისა, რომ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ვართ. ამ თვალსაზრისით, სერიოზულ პრობლემებს ქმნის ქვეყანაში რელიგიის საკითხთა სააგენტო. მიუხედავად იმისა, რომ ეს სააგენტო შეიქმნა, ის უნდა იყოს რეკომენდატორი სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის. თუმცა მოგვევლინა, როგორც მაკონტროლებელი ორგანიზაცია, არა როგორც სამართლიანი ან უსამართლო მაკონტროლებელი, არამედ როგორც უშუალო მონაწილე და მხარე პრობლემების დროს. ეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.