საპარალმენტო უმრავლესობა დახურულ ფორმატში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც მონაწილეობს.
როგორც ჟურნალისტებს ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განუცხადა, საუბრის მთავარი თემაა ფორმატი, რომლის ფარგლებშიც პარლამენტსა და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობა განხორციელდება.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ყველა პრობლემურ საკითხზე, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში განსახორციელებელ, ასევე ძალოვანი სტრუქტურების რეფორმებზე, ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ საკითხზე, სოციალურ და საგარეო პრობლემატიკასა და ა.შ.