დაჯგუფებამ „ქურთისტანის თავისუფლების ქორები“ სტამბოლის ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო

დაჯგუფებამ „ქურთისტანის თავისუფლების ქორები“ სტამბოლის ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო

ქურთულმა რადიკალურმა დაჯგუფებამ „ქურთისტანის თავისუფლების ქორები“ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტზე, - იუწყება სააგენტო Reuters დაჯგუფების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

როგორც Reuters აღნიშნავს, განცხადებაში ნათქვამია, რომ აფეთქებების უშუალო სამიზნე არ იყო თურქი ხალხი.

ბოლო მონაცემებით, სტამბოლში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 30 პოლიციის თანამშრომელია.