საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სოფო ბობოხიძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სოფო ბობოხიძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სოფო ბობოხიძე ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესება გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა. ეს არის პირველადი მუხლი, რომლითაც გარდაცვალების უმეტეს შემთხვევაზე იწყება გამოძიება.

სოფო ბობოხიძე 27 წლის იყო.  საზოგადოებრივ მაუწყებელში ოპერატორად 2013 წლიდან მუშაობდა და არაერთი რეპორტაჟი აქვს მომზადებული. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

კოლეგების სამძიმარს უერთდება 2030-იც და სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვმას.