ისრაელის საჰაერო თავდაცვას მეხუთე თაობის F-35-ის ტიპის ორი გამანადგურებელი შეემატა

ისრაელის საჰაერო თავდაცვას მეხუთე თაობის F-35-ის ტიპის ორი გამანადგურებელი შეემატა

მეხუთე თაობის F-35-ის ტიპის ორი გამანადგურებელი დღეს ისრაელში დაეშვება, - იუწყება ისრაელის მედია. 

ისრაელმა აშშ-ში 50 მსგავსი გამანადგურებელი შეუკვეთა, რაც მას საშუალებას მისცემს უპირატესობა შეინარჩუნოს ცაში ყველა შესაძლო მოწინააღმდეგესთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ ისრაელი პირველი ქვეყანაა აშშ-ის მოკავშირეებს შორის, რომელმაც აღნიშნული საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო. 

„F-35 ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მეხუთე თაობის პირველი გამანადგურებელი გახდება და მნიშვნელოვან უპირატესობას მოგვცემს რეგიონის ყველა სხვა მოთამაშეებთან შედარებით“, - განაცხადა ისრაელის საჰაერო ძალების შტაბის ხელმძღვანელმა ტალ კალმანმა. 

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარია იუწყება, ნევატიმის ავიაბაზაზე F-35-ის ტიპის ორ გამანადგურებელის ჩაფრენასთან დაკავშირებით საზეიმო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დაესწრება ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი. 

F-35 პენტაგონის შეიარაღების ყველაზე ძვირადღირებულ პროგრამას წარმოადგენს, რომლის შეფასებითი ღირებულება 400 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ისრაელი აშშ-ის მოკავშირეების იმ მცირე წრეში შედის, რომლებიც F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებენ.