აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვებასთან კრემლის კავშირს უარყოფს და აღნიშნულს „სასაცილოს“ უწოდებს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
დონალდ ტრამპს არ სჯერა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ანგარიშის, რომლის თანახმად, კრემლი არჩევნების დროს განხორციელებულ კიბერთავდასხმებში აქტიურად იყო ჩართული, რაც ტრამპს გამარჯვებაში დაეხმარა.
მან ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დემოკრატიული პარტიის წევრები დაადანაშაულა.
„ჩემი აზრით, ეს სასაცილოა. არ მჯერა! უბრალოდ, „დემოკრატები“ არჩევნებში დამარცხების ამგვარი გზით გამართლებას ცდილობენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.